პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, „ოცნება“ შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას უზრუნველყოფს. მისი თქმით ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირებისკენ წინ გადადგმული ბანია და , ნაკლები დესტრუქციისა და მეტი კონტრუქციის უზრუნველყოფა პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისივე თქმით ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი, ამით უნდა იყოს დაინტერესებული ყველა პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიასა და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა