პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილი სპეკულირებით და გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას.კობახიძე გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ მან ოქუაშვილს 4 მილიონი მოსთხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით , ბიზნესზე ზეწოლის არც ერთი ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება ფარცხალაძე-ყიფიანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კობახიძის თქმით, „ეს ყველაფერი ოქუაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია".