პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული კრიტერიუმები უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებსა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კობახიძემ ყველას მოუწოდა, დაასახელონ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის მსგავსი გამჭვირვალე პროცედურაა. ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კანონპროექტის განხილვა მესამე მოსმენიდან მეორეზე დაბრუნდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ შემდეგ კვირაში მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი.