საზოგადოება ძალიან ცუდად რეაგირებს და მართლებიც არიან, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე იწყალებ ადამიანს - ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
აღნიშნულის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის შეწყალების მორიგ აქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შეწყალების საკითხის რეგულირებაზე წინასწარ არ შეიძლება საუბარი.პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალების ფაქტი პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემაც შეაფასა. მისი თქმით, შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად უნდა დაიხვეწოს.
მისივე განცხადებით, მთავარია, რომ პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს. კითხვაზე, რატომ არ აკეთებს პრეზიდენტი განმარტებებს შეწყალებებზე, იგივე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, კობახიძის თქმით, შეწყალებასთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განმარტებები გააკეთა.