საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ვერ გექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ არ მიიღეს მონაწილეობა 8 მარტის შეთანხმების აღსრულებაში.
კობახიძის აზრით, ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში შანსი აღარ აქვთ, ვერ მოახერხეს გეგმის განხორციელება, შესაბამისად, საბაბიც კი არ დარჩათ იმისათვის, რომ რაიმე ფორმით სცადონ რადიკალური სცენარის განხორციელება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ შეთანხმება უკვე შესრულებულია და ის შესრულდა ოპოზიციის გარეშე.