"უკვე შეიძლება, თამამად ითქვას, რომ დისციპლინურ წარმოებასთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით, ჩვენი განხილვა აუცილებლად სრული კონსენსუსით დასრულდება და სრული კონსენსუსით წარვადგენთ იმ პროექტს, რომელიც იქნება სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, სრული კონსენსუსის მოლოდინია იუსტიციის საბჭოს ნაწილთან დაკავშირებითაც. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საბოლოო რედაქციის გასავლელად, კიდევ ერთი შეხვედრა იქნება საჭირო და თვის ბოლოს, კანონპროექტის ინიცირება მოხდება.