"თქვენ ხედავდით, რომ ეს არ იყო უბრალოდ აღშფოთებული ადამიანის საუბარი, გაცემული იყო კონკრეტული დავალება ოჯახის წევრზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ სუს-მა ინფორმაცია გაასაჯაროვა.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მაჩალიკაშვილის დაკავება, კობახიძემ უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, გავრცელებული ჩანაწერი იძლევა თუ არა ამ ეტაპზე მისი დაკავების შესაძლებლობას.