ირაკლი კობახიძე კოლეგებს - ასეთი ფორმით მუშაობით, ნევროზით დავასრულებთ ამ სესიას - Palitra News

ირაკლი კობახიძე კოლეგებს - ასეთი ფორმით მუშაობით, ნევროზით დავასრულებთ ამ სესიას

2019-02-08 13:59:46+04:00

პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდება სესია, მუშაობას ნევროზით დაასრულებენ. ამასთან კობახიძებ იმ დეპუტატებს, რომლებსაც სესიაზე დასწრება არ სურთ, გარეთ გასვლისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ პლენარულ სხდომაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა არის დაგეგმილი, მანამდე კი დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.