ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართულ ოცნებაში“ ამ ეტაპზე არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ამ კუთხით არანაირი სიახლე არ არის“.შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პარტიაში საკადრო ცვლილებები ღიად დააანონსეს და ამ თემაზე არაერთი განცხადება გააკეთეს .