კახი კახიშვილის ქართული ოცნებიდან შესაძლო გავსლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლდიერი ირაკლი კობახიძე საუბრობს.
კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზა თუმცა უარი მიიღო. კობახიძემ აღნიშნა, რომ კახიშვილი გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და მმართველ გუნდს მასთან კონსულტაციები ექნება.
შეგახსენებთ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" დატოვოს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება.