პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და პრეზიდენტს იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.