პარლამენტის თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. აუდიენციაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს და ირანს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირანის ისლამური რესპუბლიკის მინისტრს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.