საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და მის შეთავაზებას დათანხმდება. რაც შეეხება ვეტოს, კობახიძის თქმით, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.