პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, ეს თავად ღარიბაშვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება უშუალოდ სიის პირველ ნომრებს, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამაზე მსჯელობა არ დაწყებულა.პარლამენტის თავჯდომარის აზრით, განახლება სჭირდება ნებისმიერ პარტიას, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების წინ და ზოგადადაც, საჭიროა ახალი კადრების რეკრუტირება.