მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ 3 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ. ირაკლი კობახიძე საზოგადოების სახელითაც საუბრობს, რა დროსაც აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დაინახა რადიკალური ოპოზიციის მიზანი, თითქოს ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო ვიწროპოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ქართული ოცნების თავმჯდომარე პრეზიდენტის განცხადებასაც აფასებს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა წყენა, რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართული ასქციის ჩავარდნის გამო.