"გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მმართველი გუნდის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუნდი არის ერთიანი.ამასთან, კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ პარტიას ან ფრაქციას ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.