ირაკლი კობახიძე ცესკოში მომხდარ ხმაურს ეხმაურება. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც ზუსტად იმ დესტრუქციას ახორციელებდა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა.კობახიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტს მკაცრი რეაგირება ექნება.
ცნობისთვის, ცესკოში, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია არჩევნების პირველად შედეგებს აცხადებდა, შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შეიჭრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული შედეგები გაყალბებულია.