„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან შემჩნეულები ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან. კობახიძის ტქმით აქციის მონაწილეებს აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, „მაგრამ ამ ადამიანებს არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა თავისუფლების მოედანზე“. კობახიძის თქმით სინამდვილეში ყველაფერი რასაც ოპოზიცია აკეთებს ფარსია და რეალურად სწორედ ნაციონალური მოძრაობაა ქვეყანაში რუსული საქმის გამკეთებელი ძალა.