''ქართული ოცნება'' არ აპირებს რომ გინების გამო მათ თანაგუნდელ, დიმიტრი სამხარაძეს დეპუტატის მანდატი დაატოვებინოს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამხარაძემ გინების გამო ბოდიში უკვე მოიხადა და ამით ყველაფერია ნათქვამია. ოპოზიციის აზრით კი სამხარაძის მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით უცენზურო სიტყვების გახმოვანება იმის დასტურია, რომ ის ადეკვვატურობისგან შორს არის.