საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოსმენით გაიხსნება.კობახიძე დეპუტატებს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარუდგენს, რაც პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ახალი რეგლამენტით დადგენილი ვალდებულებაა.5 თებერვალს - 2012 წლის შემდეგ პირველად, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება, რითაც პარლამენტი დედაქალაქში საქმიანობას სრულად განაახლებს.