წინ გველის ახლა საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებშიც თქვენთან ერთად ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ორი წლის წინ, პარტიის განვითარებისა და გაძლიერების შესახებ დასახული მიზნები და გაცემული დაპირებები პირნათლად არის შესრულებული.მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება პარტიის რეგიონული სამსახურის გაძლიერებას და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო, რამაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი პირობა პარტიის გუნდის გაძლიერება და განახლება გახდა.მისივე თქმით, პარტია შემდგომ გაძლიერებს საჭიროებს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ორწლიან პერიოდს პარტია კიდევ უფრო განვითარებისთვის გამოიყენებს.