საქართველოს მთავრობა, ბიზნეს წრეები, საერთაშორისო ჯგუფები თანამშრომლობენ, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვრჩა გარკვეული გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავფაროთ 2.5 ტრილიონი დოლარის დანაკლისი იმისათვის, რათა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს მივაღწიოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმზე -TISIFF 2018 სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ფორუმს ესწრება ათეული ქვეყნის წარმომადგენელი, სამოქალაქო სექტორის, ბინზნესის და სამეცინიერო წრეების წარმომადგენლები.