ირაკლი კობახიძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა - Palitra News

ირაკლი კობახიძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა

2021-05-14 12:06:21+04:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აიცრა. ირაკლი კობახიძემ ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია კორონავირუსის ვაქცინა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ჩაიტაროს.