“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. მისივე თქმით, შეინიშნება „ნაცმოძრაობის“ ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან “პლატფორმა 2020“ გამოირჩევა.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის მოპარვის ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს “ევროპული საქართველოდან“ და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდათ.