ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. პარლამენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ყველას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ იმოქმედონ კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად. მთავარი კანონის განხორციელებაა. პატივს ვცემ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების უფლებას, მაგრამ პარლამენტის ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს",- აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.