„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს. როგორც მან ჟურრნალისტებთან საუბრისას განმარტა, შეუძლიათ ეს ყველაფერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მოიკითხონ .
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშრებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.