ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი, ამით ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მასსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასწრებას გრაფიკიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ახერხებს.