დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მშვიდად გაგრძელდება პროცესი არჩევნების მეორე ტურამდე და შემდეგ უკვე პარლამენტის პირველ სხდომამდე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური ლიდერების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმის უპრეცედენტო ხარისხი იქნება.