მმართველი გუნდის აღმასრულებველი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნები იქნება იმაზე უფრო უსაფრთხო სივრცე ვიდრე მაღაზია ან საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მან საარჩევნო ადმინისტრაციას უბნებზე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა.
კობახიძის თქმით, მას ღრმად სწამს რომ საარცევნო პროცესში ქართული ოცნება გაიმარჯვებს რაც იქნება წინაპირობა იმისა რომ ქვეყანა არ დაუბრუნდება მძიმე წარსულ და განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას.