თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიის გამო, თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს. ამის შესახებ ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა საპრივატიზაციო ქონება მოიძიონ.