თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „ფრესკოს" დამფუძნებელს, ვასილ სოფრომაძეს საკუთარი განცხადებების უნდა რცხვენოდეს. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფრომაძე თავისი თანამშრომლების მიერ შეცდომაშია შეყვანილი და მას მერიის მხრიდან კონკრეტული ტერიტორიის შესყიდვაზე რეკომენდაცია არ გაგზავნია. ხმალაძემ ასევე განმარტა, რომ ტერიტორიის ნაწილი, რაზეც სოფრომაძე საუბრობს, ნამდვილად მის სიმამრს ეკუთვის, თუმცა, მას დამატებით კიდევ რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს. „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
სოფრომაძის განცხადებით, კომპანია ახალი სუპერმარკეტის აშენებას აპირებს, თბილისის მერიიდან კი ოფიციალური წერილი მიუვდა, სადაც რეკომენდაციის სახით ურჩევენ, ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი იყიდოს. როგორც სოფრომაძე აღნიშნავს, ისეთი ხალხი, როგორიც მერიაში მუშაობს, საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს და ქვეყნის ეკონომიკას არ უნდა ანგრევდეს.