"ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა მერიაში პირბადით დადის" - კახა კალაძის ხუმრობა ვიცე მერზე და რეაქცია პირბადიანი ძეგლების აქციაზე - Palitra News

"ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა მერიაში პირბადით დადის" - კახა კალაძის ხუმრობა ვიცე მერზე და რეაქცია პირბადიანი ძეგლების აქციაზე

2017-12-01 11:32:01+04:00

ნიღბიანი ძეგლების აქცია ძალიან კრეატიული იყო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, პირბადეების აქციას. კახა კალაძის განცხადებით, ამ მიმართულებით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა ის პროექტები, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.