რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, წარმოდგენილი პროექტებიდან 7-ზე დღეს ტენდერი გაიხსნება.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უახლოესი კვირის განმავლობაში 63-ვე მუნიციპალიტეტში შერჩეულ პროექტებზე ყველა ტენდერი გამოცხადებული იქნება.