საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილი ამნისტიის კანონპროექტის მიღების საკითხზე შეფასებებს აკეთებს. მისი თქმით, ყველაფერი "ქართულ ოცნებაზე" არ არის დამოიკიდებული და პროცესში მნიშვნელოვანია ის პარტიები და პარლამენტარები, რომლებმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ამნისტიის აქტის გამოცემისთვის „საერთო ძალისხმევის გაწევა მოუწევთ“.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაც შეთანხმების დოკუმენტით არის განსაზღვრული, ქადაგიშვილის თქმით, გარკვეული საკითხები მაგალითად, როგორიც არის ცესკო-ს რეფორმირება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს, რადგან თვითმმართველობის არჩევნებამდე ცესკო-ს ახალი წესით ფორმირება უნდა მოხდეს.