ირაკლი ქადაგიშვილი - როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე - Palitra News

ირაკლი ქადაგიშვილი - როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე

2021-04-22 13:07:26+04:00

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების ამნისტიის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველაზე. მისივე თქმით, შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტსა და სუბიექტს.

ქადაგიშვილის თქმით, პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც გადამეტება. მისივე თქმით, სასამართლო თუ არ შეიძლება ნიკა მელიაზე შედგეს, მაშინ სასამართლო არ უნდა შედგეს არავისზე და ეს არის ამნისტიის სულისკვეთება.