საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნიკა მელიას საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს თუ ოპონენტებს ნიკა მელიას ბედი მაშინ ის მძევლად არ უნდა ჰყავდეთ. მისივე თქმით, როგორც არ უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას ბედი, ეს ბევრს არაფერ შეცვლის ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც ნებისმიერი შეთანხმება მიუღებელია.
ქადაგიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ შეუძლებელია იმდენი ინდივიდუალური შეთავაზება იყოს რამდენი პოლიტიკური პარტიაც არსებობს თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი გირჩთან მოლაპარაკებებს მართავს.