საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მზად არის, საკუთარი პოსტი ოპოზიციონერ დეპუტატს დაუთმოს, თუკი პარლამენტში ძალთა გადანაწილების კუთხით მის კომიტეტზე იქნება საუბარი.
როგორც მან „ინტერპესნიუსს“ განუცხადა, 5 კომიტეტი 60 ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლაზე იყო გათვლილი. ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ საკითხი მას მერე გადაწყდება, რაც პარტიები პარლამენტში შევლენ.