ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები. ღარიბაშვილის თქმით, მდგრადი მშვიდობა და საერთო სტრატეგიული პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს მთელი შავი ზღვის რეგიონს და სტაბილურობას უზრუნველყოფს ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.