პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა სრული მზაობა დაადასტურა ქართული ცონების სახელით რომ მმართველი პარტია შედეგზე ორიენტირებული მხარე იქნება მოლაპარაკებების პროცესში.