საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშNავს, რომ საქართველოს მთავრობა, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ აფასებს და მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მომხრეა, რომელიც ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად მოხდება. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო ამაყობს აშშ-სთან პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში. ამერიკელ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს მმართვცელი პარტიის თავმჯდომარეც. თანაგუნდელების მსგავსად, ირაკლი კობახიძეც ხაზს უსვამს, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს და პირობას დებს, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.