პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ის მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის თუმცა, ის ფაქტი რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ შედის პარლამენტში, მიზანმიმართული საბოტაჟია სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი თქმით, თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ასეთთან დიალოგს მმართველი გუნდი მიესალმება.