ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მინისტრმა ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა, ბრიგადის სასროლეთი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და დასავლეთ სარდლობაში შემავალი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.
თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი უტარდება ყაზარმებს, საცხოვრებელ კოტეჯებსა და სასადილოებს, სადაც არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.