საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს გამოვხატავს და თანაუგრძნობს თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც ქვეყანას მიადგა. საქართველოს მთავრობის მეთაური მზადყოფნას გამოთქვამს, თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. „საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.