საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველო უხილავი მტრის წინააღგდემ ბრძოლაშია და სახეზე უმწიმესი შედეგები და მწვავე ეკონომიკური კრიზისა. მისი თქმით, ჯერ კიდევ უცნობია როდის დასრულდება და როგორ პანდემია შესაბამისად საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება.
მისივე თქმით, დღეს, ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შორის.
ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ტენდენცია კარგს არაფერს მოუტანს საზოგადოებას, რადგან მიჩნეულია, რომ უთანასწორობა ამძაფრებს უსამართლობის განცდას მოსახლეობაში.