თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ნატო-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და სამხედრო სწავლებებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულ თანხვედრაშია ნატო-ს რეკომენდაციებსა და პროცედურებთან.
მხარეებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“, ასევე ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაც განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.