საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დროებით ოკუპირებულია, გზა, რომელიც ქვეყანას გაერთიანებასთან მიიყვანს, ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში განუცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მისი თქმით, 25 თებერვალი ტრაგიკული თარიღია ქვეყნის ისტორიაშია თუმცა საზოგადოების საერთო მიზან ქვეყნის ხალხისა და ერის გაერთიანება უნდა იყოს.