პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება პირდაპირ შეთქმულებაა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ და მის უკან მიხეილ სააკაშვილი და დესტრუქციული ოპოზიცია დგას. პრემიერი ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს პასუხს გასცემს და თავის სახელს დაარქმევს. საკითხზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმაც. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი არ უნდა იყოს გაიგივებული წინა ხელისუფლების დროსთან, როდესაც ადამიანებს აუპატიურებდნენ და აშანტაჟებდნენ.