ნატოს მინისტერიალი მადრიდში გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. აუდიენციის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საუბარი შეეხო იმ მიღწევებს, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებს მოიცავს. გამოითქვა ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.