16:33
2 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
30-06-2020

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, შეიარაღების მოდერნიზაციას, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკაზე ორიენტირებული წვრთნების ზრდას, საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას, ტოტალური თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებასა და სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას.

AutoPlay
უნგრეთი ევროკავშირის მიერ შეთავაზებული უსაფრთხო ქვეყნებიდან საზღვრებს მხოლოდ სერბეთისთვის გახსნის
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადადო
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
მიანმარში მეწყერს სულ მცირე 113 მაღაროს მუშა ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები