პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს, ირაკლი ღარიბაშვილს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დესტრუქციული, არაკონსტრუქციული და რევანშისტული ოპოზიცია მიაჩნია, რომელსაც მისი თქმით, ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის.როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, წინა ხელისუფლება ქვეყნის სათავეში ვეღარ ჩადგება და აცხადებს, რომ მას „არ დაავიწყდება ის ისტორიები, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ“.